სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა

ის ფაქტი, რომ გუშინ ვესწრებოდით ევრონიუს საქართველოს ოფიციალურ გახსნას და დღეს შარლ დე გოლის წერილების წინანდლის მუზეუმისათვის გადაცემას, ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა! 

ჩემთვის და ყველა ქართველისთვის დიდი პატივია ის, რაც დღეს წინანდალში ხდება, რომელიც საქართველოსთვის ყოველთვის იყო ევროპული კერა და საქართველოსა და ევროპის კულტურებს შორის გადებული ხიდი.

ალბათ ვერასოდეს ვიოცნებებდით და მეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი ახალგაზრდობაში, რომ აქ ვიქნებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავესწრებოდი ასეთ ზეიმს - წინანდლის მუზეუმისათვის გენერალ დე გოლის წერილების გადაცემის პროცესს.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინანდლის მუზეუმმა შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები საჩუქრად გენერალ დე გოლის ძმისწულის, როჟე დე გოლის მემკვიდრის, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილის, მხატვარ ფრანსუა მარი ანტონიოზისგან მიიღო.

კომენტარები