არჩევნები 2020

ელისაშვილი: პრემიერად არც ვაშაძეს, არც სააკაშვილს, არც ბაქრაძეს მხარს არ დავუჭერთ

ჩვენი კანდიდატი, თუ ჩვენ ღონიერად ვიქნებით წარმოდგენილები და ჩვენი ხმები იქნება გადამწყვეტი და, გააჩნია, როგორი მოცემულობა იქნება პარლამენტში, ლევან იოსელიანი იქნება ჩვენი პრემიერობის კანდიდატი. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი იქნება. ასეთი წესიერი, გაწონასწორებული, დინჯი, კვალიფიციური და მენეჯერი არ არის საქართველოში, ამაში ღრმად ვარ დაწმუნებული. შემიძლია გითხრათ, ვის არ დავუჭერ მხარს - თაღლით გიორგი ვაშაძეს, გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილს, არც დავით ბაქრაძეს. ქართულ ოცნებას საერთოდ არ დავუჭერთ მხარს, ამაზე არც ვლაპარაკობთ.

პოლიტიკური მოძრაობა მოქალაქის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მომავალ არჩევნებზე და პრემიერობის შესაძლო კანდიდატების მხარდაჭერაზე ისაუბრა.

კომენტარები