არჩევნები 2020

თურნავა კანდელაკს: არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ამომრჩეველს ჩამოგიყვანთ

ის პოლიტიკური მოტივი, ბატონო გიორგი, რაც თქვენ დაასახელეთ, თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ხელს ვუშლით ჩამოსვლაში, ეს რბილად რომ ვთქვათ, სიცრუეა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს ის, აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება საკონსულოებსა და საელჩოებში.

და მეორე, მესმის თქვენი სუფთად პოლიტიკური მცდელობა, შექმნათ ილუზია, რომ სადღაც, შორს არსებობს თქვენი მასობრივი ამომრჩეველი და, აი, საქართველოს ხელისუფლება უშლის ხელს. დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ ამ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ, ნუ წუხართ ამაზე.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ევროპული საქართველოს დეპუტატს პასუხობს. გიორგი კანდელაკმა პლენარულ სხდომაზე თურნავას მიმართა, რატომ არ უხსნის საქართველო საზღვრებს ბევრად კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მქონე საბერძნეთს. დეპუტატმა ეჭვი გამოთქვა, ხომ არ უკავშირდება არჩევნებს, რადგან საბერძნეთში დიდი ქართული დიასპორაა.

კომენტარები