ნაციონალური მოძრაობა

გოცირიძე თურნავას: ქვეყნის მართვა არ იცით, ტელევიზორის პულტის მართვა, ალბათ, გეცოდინებათ

ამ მთავრობამ ქვეყნის მართვა რომ არ იცის, ეს გაიგო ყველამ და თუ რა მდგომარეობაშია ჩავარდნილი ქვეყანა, ეს აჩვენებს ამ მთავრობის მართვის უნარს, მაგრამ ტელევიზორის პულტის მართვა, ალბათ, გეცოდინებათ და გადახვევის რეჟიმში დაყენებაც. ქალბატონო ნათია, გადაახვიეთ ერთი სამი თვის წინ, აი, ამ დარბაზში ჩვენს მიერ თქვენდამი გაკეთებული განცხადება, თქვენც გეხებათ ეს, დეპუტატებს, გადაახვიეთ და ნახავთ, რომ გეუბნებოდით, ეს პროგრამა ანტიკრიზისული კი არაა, ქვეყანას ჩააგდებს უკიდურეს კრიზისში-მეთქი.

5 მილიარდი, რომელიც გქონდათ ხელში და დრო, რომელიც ასევე არის ფული... რაში გამოიყენეთ ის პაუზა? ჯანდაცვის სექტორი იგივე მდგომარეობაში, ეკონომიკური სექტორი დაქცეული... სად წავიდა ეს ფული? წავიდა იმ ძველი ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად, რომლის ერთი თეთრიც არ შეგიკვეციათ თქვენი ნებით და დარჩა თქვენი და კორუფციულ ბიზნესზე მორგებული ხარჯები, შეიკვეცა ის, რომლის დახარჯვაც არ შეგეძლოთ.

ერთიანი ნაცონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები