ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკუჩავა თურნავას: ივანიშვილი ოლიმპოზე მოკალათებული ზევსი გგონიათ, ჩვეულებრივი თაღლითია

ქალბატონო ნათია, თებერვალში თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ ლარის დინამიკა წავა გამყარებისკენ, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი დინამიკა არის ჯანსაღიო. გარდა იმისა, რომ მცდარია თქვენი პროგნოზები, მე მაინტერესებს კონკრეტულად სიჯანსაღეს რომელ მაჩვენებლში ხედავთ? იმაში რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს ჩვენს ქვეყანაში თუ იმაში, რომ რეგიონებში პედიატრები ამბობენ,რომ წლამდე ბავშვების 95%-ის ავადობა განპირობებულია სწორედ ცუდი და არასათანადო კვებით. თუ ის არის ჯანსაღი, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მაღალია საქართველოში შიმშილობის ინდექსი.

2005-2006 წლებში, როდესაც თქვენ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბრძანდებოდით, ლარის კურსი იყო 1.8, ახლა როცა ეკონომიკის მინისტრი ხართ, ლარის კურსია 3.2 მიუხედავად ამისა, თქვენ საქართველოს მოსახლეობას ეუბნებით, რომ ასეთი მყარი არასდროს ყოფილა ლარი. ქალბატონო ნათია, ამით თქვენ საქართველოს მოქალაქის ინტელექტს აყენებთ შეურაცხყოფას თუ მათ მეხსიერებას? [...]

დღეს, პანდემიის დროს, როდესაც ადამიანები საშიმშილოდ იყვნენ გამოკეტილები სახლებში შემოსავლის გარეშე. ასიათასობით ლარს ხარჯავდა ავეჯზე გომელაური, კორუმპირებული კალაძე კი ფოიერვერკებზე, ძალიან მაინტერესებს, ეს არ გაღელვებთ? [...]

მითოლოგიაზე საუბრობდით და ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული [ბიძინა ივანიშვილი], ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია. თაღლითი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ოქროს კოშკებს ჰპირდებოდა და არაფერი მისცა სიღარიბის, სიდუხჭირისა და უპერსპექტივობის გარდა. 31 ოქტომბერს, გარწმუნებთ, რომ ქართველი ხალხი ამ ყველაფერს დაასრულებს.

ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, რომელსაც დღეს პარლამენტში უსმენენ.

კომენტარები