ბიძინა ივანიშვილი

ვოლსკი: არ ვართ ის ხალხი, ვინც სკამებზე შევხტებით და ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ

არც ერთხელ, არასდროს, არანაირი პოლიტიკა და სტრატეგია არ განუხორციელებიათ, თუნდაც შეჭირვებული ან შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების დასახმარებლად. არცერთი პროგრამა არ არის განხორციელებული. 

ახლა, 50 ლარი დავაყვედროთ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს? არ არის ეს ჩვენს სტილში, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც შევხტებით სკამებზე და ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ, მაგრამ ადამიანმა რაც გააკეთა, მე დავასახელებ. დიდ სიას მოვიტან აქ და ჩამოვთვლი სიის მიხედვით, რა არის გაკეთებული, თავმდაბლად, დაყვედრების გარეშე. ერთი საკითხი მაინც ვინმემ დამისახელოს, სად აქვს ცუდი გაკეთებული, ან რა საკითხია, რომელსაც ვერ გასწვდა ჩვენი ყურადღება, ან რომელიმემ რამე ერთი თეთრი თუ შეიტანა იმ ბრძოლაში, რასაც ამდენი ხანია ვაწარმოებთ.

პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციას მიმართავს.

კომენტარები