თურნავა: საბერძნეთის მიმართულებით ავიამიმოსვლა ნოემბერ-დეკემბერში აღდგება

ერთ-ერთი, ვინც სტუმრობს ჩვენს ქვეყანას ეს არის საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მასთან, ძალიან ნაყოფიერი მსჯელობა და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ საკმაოდ სწრაფად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც მიმოსვლა აღდგება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფრო ნოემბერი-დეკემბრის საქმეა.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რ2-ის ეთერში. აღსანიშნავია, რომ რიგის, პარიზის და მიუნხენის მიმართულებების გარდა, რეგულარული ფრენები პირველ ნოემბრამდე შეწყვეტილია.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები