არჩევნები 2020

კობახიძე: მეუფე იოანემ გაჭირვებულები გამოყარა ბაგრატიდან, გახარია მოდის წინასაარჩევნოდო

ქრისტემ ტაძრიდან გამოყარა ვაჭრები და გაჭირვებულები მიიყვანა. დღეს კი, ქუთათელმა მეუფე იოანემ გაჭირვებულები გამოყარა ბაგრატის ტაძრიდან გახარია მოდის წინასაარჩევნო შეხვედრაზეო, ბობოლები არ შეაწუხოთო. თან უტიფრად განაცხადა, ეკლესია პირველი საუკუნიდან ყოველთვის ასე იქცეოდაო. ჩემი მეგობრები არ მეთანხმებიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გურამ გამრეკელი, იგივე მეუფე იოანე, ახალგაზრდობაში ძალაუფლებისა და ფულისთვის არ მოსულა ეკლესიაში, ჩვენმა საეკლესიო სისტემამ მოახდინა მისი ისეთი დეგრადირება, რომ მეუფე იაკობსაც ასწრებს მამაძაღლობაში. ამდენი წელია ასეთი უტიფრობა გასდის უპრობლემოდ. დღეს გაჭირვებულები ტაძრიდან გაყარა, ტაძარი ''ქართულ ოცნებას'' პოლიტიკური პროპაგანდისათვის დაუთმო, თვითონაც დაესწრო ლურჯ კუბიკზე წამოსკუპებული, მანამდე კი ირმას და ''პატრიოტთა ალიანსს'' დაუთმო ტაძარი. ეკლესიის წევრებს რეაქცია არ აქვთ. მრევლმა რომ მოსცხოს ცხვირში ამ მეუფეებს, მეორედ მიქარვა შეეშინდებოდათ, მაგრამ მრევლი მორჩილად დუმს. არადა სახარებას ხომ კითხულობენ? დღეს რაც იოანემ გააკეთა, არის ანტიქრისტიანული სკანდალი. სიტყვა სკანდალი სახარებაში აღნიშნავს საცდურს და ხაფანგს. ''და უთხრა თავის მოწაფეებს: შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი (სკანდალები, τὰ σκάνδαλα), მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვლენ'' (ლუკა,17,1)

წერს facebook-ზე თეოლოგი ბასილ კობახიძე

კომენტარები