საქართველოს საპატრიარქო

კობახიძე: თუ ღვთის საქმის გაკეთება უნდათ, ეს მეუფეები კინწისკვრით უნდა გააგდონ ეკლესიიდან

ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ - აცხადებს ქურდობისათვის, მათ შორის ხატების ქურდობისათვის რამდენჯერმე ნასამართლევი რეციდივისტი მეუფე, ანტონ ბულუხია, რომელიც დღეს ტურისტულ ბაზრობებს ფლობს თბილისის პრესტიჟულ ადგილებში, სამშენებლო ბიზნესს არეკეტებს და ასეულობით ათას დოლარს ახევს, ცოტა ხნის წინ გაჰყვიროდა, რეფერენდუმი მოვიწვიოთ, რომ რუსეთის ორბიტაზე გადავიდეთო. შეეგუეთ, რომ მთავრობის საარჩევნო პროპაგანდაში ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ეკლესიამ ყველა მთავრობას უნდა ულოკოს უკანალი, ასეა ესო. სამაგიეროდ, ფულებით გვტენიან და ჩვენც კარგი დამოკიდებულება გვაქვსო. რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, თუ ფულს მოგვცემს, ჩავთვლით, რომ ღვთისგან არისო.

"არავისი შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და ვისთან მივიდეთ" – ძერსკობს მეუფე ანტონი, ისევე როგორც გუშინ ბლატაობდა ქუთაისის მეუფე იოანე: თქვენ მასწავლით, სად მივიდე და სად არაო.

ყოველი მართლმადიდებელი დამნაშავეა ღვთის წინაშე, რადგან ასეთი მეუფეები ეკლესიას თელავენ, ხოლო ისინი მათ ხელებს ულოკავენ. თუ ღვთის სათნო საქმის გაკეთება უნდათ, ამ მეუფეებს კი არ უნდა ეპადხალიმებოდნენ, არამედ სულ კინწისკვრით უნდა გააგდონ ეკლესიიდან.

თეოლოგი ბასილ კობახიძე ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონის და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს დასწრებას ეხმიანება.

კომენტარები