არჩევნები 2020

სამადაშვილი: ხალხს დაბალი ინტერესი აქვს უმრავლესი პარტიების მიმართ, ენმ გამონაკლისია

დღეს ვხედავთ, რომ საზოგადოებას, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ცვლილება, აქვს საკმაოდ დაბალი ინტერესი უმრავლესი პოლიტიკური პარტიების მიმართ, გამონაკლისია ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც გაცილებით მეტი ადამიანი ენდობა და უჭერს მხარს, ვიდრე რომელიმე სხვა ოპოზიციურ პარტიას. არავის არასდროს უთქვამს, რომ არჩევნების შედეგებს და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას არ გაუწევს ანგარიშს, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ ვიბრძვით, რომ იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდმა უმრავლესობამ ირწმუნოს, რომ ხმა უნდა მისცეს სწორედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი.

კომენტარები