სამადაშვილი: სააკაშვილის და ენმ-ის გარეშე ივანიშვილის დამარცხების თეორიული შანსიც არაა

იგივე შემიძლია ვთქვა ბოკერიას ნებისმიერ გამოსვლაზე, როდესაც თავს ესხმის ის ან რომელიმე მისი თანაპარტიელი მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დღემდე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ლიდერი და რომლის გარეშე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარეშე თეორიული, უბრალოდ თეორიული შანსიც კი არ არსებობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხების.

ენმ-ის დეპუტატი სალომე სამადაშვილი TV ფორმულას ეთერში ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებას გამოეხმაურა. ბოკერიას აზრით, "სააკაშვილის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისათვის". ის ექსპრეზიდენტის 20 სექტემბრის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი პარტიულ კოალიციას ვერ ხედავს და "ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობა, ან საქართველო დაიღუპება".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები