კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: მე მგონი, Covid 19 თავისით 2021 წლის ზაფხულში დასრულდება, მაგრამ ვაქცინა დაასწრებს

ეპიდემია და პანდემიები თავისითაც სრულდება, გასულ საუკუნეებში არ იყო არავითარი საშუალება, არც ვაქცინა, არც მედიკამენტები, მაგალითად, შავი ჭირის ეპიდემია, ყვავილის ეპიდემია, ხომ არ იყო მუდმივად, რაღაც პერიოდში სრულდებოდა, თუნდაც ესპანური გრიპი...

ეს პანდემიაც ადრე თუ გვიან, დასრულდება თავისით. ეს როდის მოხდება, არ ვიცით, ეს იქნება, მე მგონია, შემდეგი წლის ზაფხულისთვის, თავისით. მაგრამ ალბათ ჩვენი მეცნიერება ამას არ დააცდის, არ მოიცდის იქამდე, სანამ ის თავისით დასრულდება და ეს დასრულდება ვაქცინის შექმნისთანავე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში პანდემიის დასრულებაზე.

კომენტარები