არჩევნები 2020

კობახიძე: როგორც საბავშვო ბაღში პედოფილის, ასევე მთავრობაში ენმ-ის დაბრუნება არ შეიძლება

არსებობს გარკვეული ტიპის დანაშაულები, რომლებიც პოლიტიკოსს არა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ეპატიოს, რომ მას პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ ჰქონდეს, არამედ ეს დანაშაულები მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები ასეთ დანაშაულებს აუცილებლად გაიმეორებენ. ნაცმოძრაობას ზუსტად ასეთი ტიპის დანაშაულები აქვს ჩადენილი... როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე, არ შეიძლება, ნაცმოძრაობა დააბრუნო ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ეს დანაშაულები აუცილებლად განმეორდება. თუმცა, მათ ასეთ შანსს არავინ მისცემს, იმიტომ რომ ამას არ დაუშვებს ქართული საზოგადოება. ეს არის ავადმყოფი ადამიანების ჯგუფი და ეს ყველაფერი არის გამოვლენილი მათ თითოეულ მოქმედებაში.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები