ქანთარია: ოცნების სიაში აღარ ვიქნები, მოსვლაც უნდა იცოდე და წასვლაც

საკმარისია, უნდა იცოდე მოსვლაც, უნდა იცოდე წასვლაც. ამიტომ 8 წელი ჩემთვის ამ გარემოში ყოფნა უკვე აბსოლუტურად საკმარისია და ვფიქრობ, რომ ახლა უნდა მოვიდნენ ახალი ძალები, ენერგიული, მოტივირებული.

თუ ამას შევატყობდი და გუნდიც შეატყობდა, რომ ჩემი ყოფნის ძალიან დიდი აუცილებლობაა გუნდისთვის, რასაკვირველია მე მაშინ ვიქნებოდი, მაგრამ ასეთი აუცილებლობა არ უნდა დამდგარიყო და არც დამდგარა და ამდენად აბსოლუტურად სუფთა სინდისით მე ამ სიაში არ ვიქნები.

ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატი ნუკრი ქანთარია პალიტრანიუსის ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები