კორონავირუსი საქართველოში

გახარია: სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს, ბავშვები კლასებში უნდა დაბრუნდნენ

ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური. ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით. ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც პოლიტიკური პროცესი - საარჩევნო პროცესი. 

დღეს გვექნება საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, რამეთუ, რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ.

თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო დიდ ქალაქებში პირველ ოქტომბრამდე გადაიდო და სწავლა დისტანციურად განახლდა

კომენტარები