არჩევნები 2020

ჰარცელი: ყურადღებით ვადევნებთ თვალს, როგორი იქნება საარჩევნო კამპანია

რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება საარჩევნო კამპანია, თუმცა წინა არჩევნებიდან გვახსოვს, რომ, როცა საქმე პოლარიზებას ეხება, ის რისკის წინაშე აყენებს პოლიტიკურ გარემოს. ევროკავშირი და სხვა პარტნიორები ყურადღებით ვადევნებთ თვალს, თუ როგორ შედგება ეს კამპანია. იმედი მაქვს, იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები და, როგორც წინა წლებში, თავდაუზოგავად იმუშავებენ ამ მიმართულებით.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი საარჩევნო კამპანიაზე. რუსთავი 2-ის თარგმანი.

კომენტარები