ეკონომიკა

ეროვნული ბანკის დეპარტამენტის უფროსი: ასეთ გაუფასურებას, სწრაფი გამყარება მოჰყვება

როდესაც, ესეთი გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ფაქტორებით და მოლოდინები განაპირობებს, როგორც წესი, ასეთ გაუფასურებას მოჰყვება სწრაფი გამყარება. ეს არაერთხელ გვინახავს საქართველოში, მათ შორის წელსაც, მაისში, როდესაც ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა და შემდეგ ისევ სწრაფად გამყარდა. რაც შეეხება სებ-ის მზაობას, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი მანდატი  ფასების სტაბილურობა და ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებაა. გაცვლით კურსს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, ეს იმას ნიშნავს, რომ კურსს არ განსაზღვრავს ეროვნული ბანკი და სავალუტო ინტერვენციები, არამედ ამას განსაზღვრავს საბაზრო ძალები - მოთხოვნა და მიწოდება და იმისდა მიხედვით, თუ რა ვითარებაა ეკონომიკაში, ეს აისახება სავალუტო ბაზარზეც.

ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ იმნაიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა.

კომენტარები