საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

კობახიძე: სინოდის ბობოლებს ეკლესია თავისი გონიათ და ვისაც უნდათ იმას გააგდებენ

მარტვილის ტაძრიდან ჟურნალისტები გამოყარეს მეუფე მამაოებმა. საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" ჟურნალისტები კი დგანან და სულიერი სიმშვიდით უყურებენ როგორ ძალადობენ მათ კოლეგებზე. აქტიურობს ტელევარსკვლავი მეუფე ნიკოლოზი, პროვოკაციულ სცენებს დგამს, მსახურებაში ხელი შეგვიშალესო, პოლიციას გამოუძახეთ ჟურნალისტი გოგონა თავს მესხმის, ამას გადავიღებ და ინტერნეტში ავტვირთავ, რომ მრევლი უფრო დავგეშოო. იქვე მას ეხმარება მეუფე ისაია ჭანტურია, რომელიც ''პრადვინუტ'' მორწმუნეებს ქრისტიანის ეტალონი ჰგონიათ. 25 წელია მეუფეა ისაია და არასოდეს არაფერი გაუპროტესტებია, პირიქით, სინოდის ყველა შავბნელ დადგენილებაზე ხელი აქვს მოწერილი და რატომაა ეტალონი, რახან ჩუმადაა? აჰა, ხომ ამოიღო ხმა. ასევე აქტიურობს დეკანოზი რევაზ სიხარულიძე, ჩვენ ერთად ვიყავით სტიქაროსნები ჯერ კიდევ როდის, ვიცი, ამ სტატუსის შინაარსს მიუტანენ და უნდა გრცხვენოდეს, რეზო, ის არ იკმარე, რომ პატრიარქის ყოველ სადიდებელ ფილმში ხარ წამოსკუპებული და ურცხვად იტყუები, ახლა ფიზიკურად აჩვენებ შენს ქრისტეს მხედრობას ჟურნალისტების მიმართ. იქვე იყვნენ სინოდის კრემ დე ლა კრემ მეუფეები: გიორგი შალამბერიძე, საბა გიგიბერია, გრიგოლ კაცია, დამიანე ხუფენია. რა უფლებით აგდებენ ეკლესიიდან ადამიანებს თავიანთი დაგეშილი მღვდლების, მრევლის და პოლიტიკური აქტივისტების დახმარებით? განა ჟურნალისტები მართლა ხელს უშლიდნენ მსახურებაში, ეს სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა, უბრალოდ სინოდის ბობოლებს ეკლესია თავის საკუთრებად მიაჩნიათ და ვისაც მოისურვებენ, იმას გააგდებენ. მრევლიც მორჩილად ქოთქოთებს და შუა ტაძარში ვიდეოაპარატურის დამტრევით იმუქრება. მოკლედ, ძალუმად ჩუხჩუხებს ილია მეორის მიერ აღორძინებული სულიერობა.

დღეს, 25 სექტემბერს, ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა და სხვა სასულიერო პირებმა ტელეკომპანია "მთავარის" ჟურნალისტს მარტვილის საკათედრო ტაძარი დაატოვებინეს. ბასილ კობახიძე ფაქტს სტატუსით გამოეხმაურა.

კომენტარები