კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სიკვდილი ტრაგედიაა, ჩვენთან გარდაცვალების პროცენტი ერთ-ერთი დაბალია ევროპაში

ერთი კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ, გარდაცვალების 7 შემთხვევა გვაქვს. ეს შემთხვევები ძირითადად იყო მძიმე. აქდან 2 იყო ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი მძიმე ავადმყოფები. დანარჩენები ასევე მძიმე, კრიტიკული ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდნენ. აქედან, თუ არ ვცდები, 3 შემთხვევა უკავშირდება პირდაპირ აჭარას. ბოლო შემთხვევა ქუთაისში მოხდა, მაგრამ ის გადმოყვანილი იყო აჭარიდან. რა თქმა უნდა, თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილების პროცენტული მაჩვენებელი ჯერჯერობით საქართველოში საერთო ინფიცირებულთან გვაქვს დაახლოებით 0,57%, რაც ევროპაში ერთ-ერთი დაბალია.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

კომენტარები