ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით

ძალიან გთხოვთ, ნუ მანიპულირებთ ამ მწვანე და წითელი ზონებით, იმიტომ, რომ ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. ვიმეორებ, საქართველოს დღეს ინფიცირებულთა აბსოლუტური რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქვს ევროპაში.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. 26 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 60 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

კომენტარები