არჩევნები 2020

ცერცვაძე: მთავრობის ამოცანა ზიანის მინიმიზაციაა, ისე, რომ არჩევნებს ხელი არ შეეშალოს

სამწუხაროდ, ცალკეული პირები ცდილობენ, ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ არსებული სიტუაცია. კეთდება განცხადებები, რომ "საქართველო საუბედუროდ დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს სომხურ სცენარს?!" და სხვა [...] იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია, პასუხს თხოვს ქვეყნის ხელისუფლებას ისე, რომ არ უნდათ, თვალი გაუსწორონ სინამდვილეს, თუ რა მდგომარეობაა რეალურად საქართველოში და რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში. ისინი შეუძლებელს ითხოვენ - რომ, ერთის მხრივ, ქვეყანაში არ არსებობდეს COVID 19-ით გამოწვეული პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური და, მეორეს მხრივ, ქვეყანაში არ იყოს არანაირი შეზღუდვები და სავალდებულო რეგულაციები, განახლდეს ფრენები, ქორწილები, ქელეხები და სხვ.

ქვეყნის ხელმძღვანელობის ამოცანაა, მოახდინოს პანდემიით გამოწვეული ზიანის და დანაკარგების მინიმიზაცია, რასაც ისინი დღემდე დიდი წარმატებით აკეთებენ, თან ისე, რომ მინიმალური დისკომფორტი შეექმნას მოსახლეობას, ხელი არ შეეშალოს საარჩევნო კამპანიას და საკუთრივ არჩევნებს და ეს მაშინ, როცა პანდემიის გამო 2020 წლის თებერვლიდან დღემდე 70-ზე მეტმა ქვეყანამ ეროვნული თუ ადგილობრივი არჩევნების/რეფერენდუმების გადადების გადაწყვეტილება მიიღო...

წერია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში, რომელიც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები