არჩევნები 2020

უგულავა: გაკეთებულისთვის არ უნდა მოვითხოვოთ მადლობა, გაფუჭებულისათვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში

უნდა გვახსოვდეს, რომ გაკეთებული საქმეებისათვის არასოდეს უნდა მოვითხოვოთ მადლობა, გაფუჭებულისათვის კი აუცილებლად მოვიხადოთ ბოდიში, მაგრამ დღეს უნდა ვიყუროთ წინ. 

ივანიშვილთან ერთად, საქართველოში დამთავრდება ერთპარტიული და ერთპიროვნული მართვა. არ შეიძლება, რომ ქვეყანა ერთ კაცზე და მის ხუშტურებზე ეკიდოს. საქართველოში ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებული მეგატრონების ეპოქა დასრულდება და ყველა, ვინც ამას აღუდგება, საკუთარი ოცნების ნამსხვრევებში აღმოჩნდება. ვისაც ივანიშვილის ჭაობის შენარჩუნება სურს, ის 41-ს შემოხაზავს, ვინც თეთრ ცხენზე ამხედრებულ წარსულს მისტირის, ის 5-ს, ხოლო ვისაც გარდამტეხი ცვლილებები სურს, აღარ უნდა არც ჭაობი და აღარც წარსული, ვისაც ეკონომიკის განვითარება სურს და იყურება მომავლისაკენ, შემოხაზავს 2-ს, რადგან სწორედ ევროპული საქართველოა ის კომპასი ცვლილებების, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ ეკონომიკური კატასტროფისაგან, სადაც ივანიშვილის ოცნებამ მიგვიყვანა.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზუგდიდშიб გიგი უგულავამ სოფელ რუხში მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

კომენტარები