დაპირისპირება მარნეულში

თალაკვაძე მარნეულზე: წინასაარჩევნო კამპანიის დისკრედიტაციის უფლებას არავის მივცემთ

საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, თუ ვის ინტერესებში შედის ასეთი პროვოკაციების მოწყობა. ჩვენ გუნდს, ქართულ ოცნებას აქვს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და პოზიტიური საარჩევნო კამპანია. ადვილია დასკვნის გამოტანა, თუ ვის ინტერესებში შედის ასეთი პროვოკაციები. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ის ოპონენტები, განსაკუთრებით, ნაციონალური მოძრაობა, ვისი ხელწერაც იყო, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აი, ასეთი ინციდენტების მოწყობა და ძალადობა. თუმცა, მე მაინც გირჩევდით, რომ დაელოდოთ გამოძიებას და ყველა იმ ადამიანს რომელსაც კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები და საჩივრები გააჩნიათ, მიბრძანდნენ და მიმართონ შესაბამის ორგანოებს. ჩვენი პოლიტიკური ნება არის თითოეული ასეთი ფაქტის გამოძიება. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დისკრედიტაცია მოახდინოს და ძალადობის ასეთი აქტებით სცადოს, რომ ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მარნეულში მომხდარ დაპირიპირებაზე. 29 სექტემბერს, მარნეულში ვიტარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს და პირველი არხის ოპერატორს.

კომენტარები