ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება სპორტულ მოედანს მიღმა, ვგმობ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს გთხოვთ და მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, მოსახლეობას და ქართულ დემოკრატიას.
მოგიწოდებთ, რომ უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი არჩევნები ჩავატაროთ მშვიდობიან გარემოში და ჩვენს ხალხს მივცეთ შესაძლებლობა თავიანთი კონსტიტუციური ნება გამოავლინონ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე.