ქართული ოცნება

ოქრიაშვილი: არ ვუხდებოდი ოცნებას, იმიტომ, რომ არ ვიყავი მონა, არც გახარია უხდება

დიახ, მე მაგ გუნდს არ ვუხდებოდი [ქართულ ოცნებას], მე მაგ გუნდის წევრი არ ვიყავი, მაგრამ მოკავშირე დიახაც ვიყავი, როგორც თავისუფალი მოქალაქე და ადამიანი.

არ ვუხდებოდი მაგ გუნდს, იმიტომ, რომ მქონდა დამოუკიდებელი აზროვნება, ხშირად არ ვეთანხმებოდი და ფსევდოგუნდურ დისციპლინას არ ვემორჩილებოდი. რაც სწორი იყო, იმას ვუჭერდი მხარს...

... მე არ ვუხდებოდი ამ გუნდს იმიტომ, რომ არ ვიყავი მონა. შეიძლება, ყველა არ არის იქ მონა, იმიტომ რომ... არა მარტო მე განმდევნა ქართულმა ოცნებამ, განდევნა ეკა ბესელია, რომელსაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, საუკეთესო პარლამენტარები განდევნეს იმ გუნდიდან, უფრო ადრე დავით უსუფაშვილი განდევნეს, მათი მოკავშირე პარტიების წარმომადგენლები, კარგი პოლიტიკოსები განდევნეს.

რატომ? — მარტო მორჩილი გრძნობს იქ თავს კარგად. შესაძლებელია, რამდენიმე კაცი კიდევ დარჩა და მომავალში ისინი არ უხდებიან იმ გუნდს და მომავალში მათაც გააგდებენ. გარწმუნებთ, პირველს გააგდებენ გიორგი გახარიას. აი, არჩევნების შემდეგ პირველს მაგას გააგდებენ, აგერ ჩემი პროგნოზი და ნახეთ. ისიც ჩემნაირად არ უხდება მაგ გუნდს და არჩევნების შემდეგ მაგასაც გაუშვებენ ცოტა ხანში.

ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი კანდიდატი კახა ოქრიაშვილი TV პირველის ეთერში ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ "ქართული ოცნებიდან მისი ჩამოშორებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო". კახა ოქრიაშვილი ქართულ ოცნებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან 2012 წლის არჩევნების შემდეგ გადავიდა, 2020 წელს კი, მმართველი გუნდი დატოვა, თავისი პარტია შექმნა და ძალა ერთობაშიას შეუერთდა.

კომენტარები