დაპირისპირება მარნეულში

ზაურ დარგალი: ჩვენი პოზიტიური კამპანიისას პროვოკაციები ეწყობა პირდაპირ შტაბის წინ

როდესაც ჩვენ ძალიან პოზიტიური საარჩევნო კამპანია გვაქვს ყოველდღიურად ცდილობენ, არამარტო მარნეულში, ეს მაგალითი იყო, ბოლნისშიც და როგორც ნახეთ, წელს პროვოკაციები მოწყობილია პირდაპირ შტაბის წინ.

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მარნეულის ოლქში, ზაურ დარგალი, ეხმაურება მარნეულში მომხდარ ინციდენტს. 29 სექტემბერს მარნეულში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს და პირველი არხის ოპერატორს.

კომენტარები