პოლიტიკა

პრეზიდენტი: მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით

ჩვენ, პლანეტარული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენების პერიოდში ვიმყოფებით. ბუნების დღევანდელი სახიფათო დეგრადაცია უპრეცედენტოა.  

COVID-19-ს პანდემიამ მხოლოდ განამტკიცა ჩვენი აღქმა, რომ არ უნდა უგულებელვყოთ ბუნება და დისბალანსების გამომწვევი კლიმატური ცვლილებები და რომ პანდემია კაცობრიობის მოდგმისა და ბიომრავალფეროვნებისათვის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. 

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გადაუდებელი ტრანსფორმაციული ცვლილებების საჭიროებას ვხედავთ. რაც შეეხება ჩემს ქვეყანას, საქართველო გამოირჩევა თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ათასობით ენდემური ჯიშითა და ასი ათასობით ჰექტარზე გადაჭიმული დაცული ტერიტორიით. 

„ზურმუხტის ქსელის“ მეშვეობით, რომელსაც ახლახან შევუერთდით, ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ ჩვენ მიზანს - საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20% წარმოადგენდეს დაცულ ტერიტორიას. ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია თუშეთია, რომელსაც გასულ კვირას ვესტუმრე. რეგიონი, რომელმაც შემოინახა საქართველოს ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი საგანძური და რომელსაც ეკოტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს.თუშეთი ბიომრავალფეროვნების ის რეზერვუარია, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ბიომრავაფეროვნების სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები