კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: ალბათ, კიდევ რამდენიმე დღე გვექნება პიკი და თანდათან შემცირდება

რა თქმა უნდა, მომატებულია რაოდენობა. ხდება ძალიან აქტიური დატესტვა ყველა ახალი შემთხვევის. ეს მოსალოდნელი იყო და, ვფიქრობ, რომ ასეთი აქტიური დატესტვის შემდეგ თანდათან მოიკლებს, იმიტომ, რომ ვლინდება თანდათან ყველა ინფიცირებული. კარგია, რომ ყველა ინფიცირებული ვლინდება და არ რჩება ბინაზე და საზოგადოებაში. ალბათ, კიდევ გვექნება რამდენიმე დღე პიკი და თანდათან შემცირდება.

[...] პრაქტიკულად, მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ისევ მწვანე ზონაში ვართ.

თქვა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ. დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 6 640 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3419 გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.

კომენტარები