ქართული ოცნება

წულუკიანი: ძალიან ხშირად გავიმეორებ, არასოდეს მივცემთ დავიწყებას ენმ-ის მმართველობის წლებს

აქ ითქვა დღეს და მე რომ მომეცემა შესაძლებლობა, ვიყო პარლამენტში, ამას გავიმეორებ ძალიან ხშირად - არასოდეს არ მივცემთ დავიწყებას ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებს, არასოდეს.

არის ძალიან დიდი ძალისხმევა მათი მხრიდან, რომ წარსული, როდესაც ისინი ქვეყნის დესტაბილისზაციას ეწეოდნენ, ეწეოდნენ საბოტაჟს, ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვას, რომ ეს ყველაფერი მიეცეს წარსულს. ეს ვერ მოხდება, ამიტომ ჩვენ ყოველთვის საზოგადოებას და მათაც შევახსენებთ, თუ რა მემკვიდრეობა მიიღო ქართულმა ოცნებამ და ძალიან ცუდი მემკვიდრეობის პირობებში რა შეძლო.

ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულიანი. დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე ბიძინა ივანიშვილმა უმეტესწილად დრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას დაუთმო. "მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, ცბიერი პოლიტიკური გუნდი" - თქვა ივანიშვილმა ენმ-ზე.

კომენტარები