ქართული ოცნება

მდინარაძე: 9 საუკუნის წინანდელს ვასწავლით და 9-წლიანი რომ გავახსენოთ, პრობლემაა?

წინა ხელისუფლებას რატომ ვახსენებთ? მთელი ცხოვრება ვასწავლით ჩვენს შვილებს 9 საუკუნის წინანდელს - ბოროტსა სძლია კეთილმან. ამას ვასწავლით 9 საუკუნის წინანდელს. ჩვენ რომ 9-წლიანი რეჟიმი გავახსენოთ შედარებისათვის, როგორი არ უნდა იყოს, ამაში ხედავთ თქვენ პრობლემას?  

ჩვენ თუ ჩვენს შვილებს ვზრდით იმაზე, რომ კარგი და ცუდი უნდა გაარჩიონ ერთმანეთისგან, ასევე უნდა შეძლოს ყველა ადამიანმა გუშინდელი ძალიან ცუდი წარსულის გარჩევა დღევანდელი კარგი აწმყოსა და კარგი მომავლისაგან. უნდა გააკეთოს არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის, სიმართლესა და ტყუილს შორის. 

თქვენ ნუ აგვიკრძალავთ, ძალიან გთხოვთ. გასაგებია, თქვენი ტენდენციურობა საიდან მოდის - პარტიული ტელევიზიები ხართ.

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძე პასუხობს კითხვას, რატომ დაუთმო ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალურ მოძრაობაზე საუბარს დიდი დრო. დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე უმეტესწილად ნაციონალურ მოძრაობაზე ილაპარაკა. ივანიშვილმა პარტიის კრიტიკასა და 2012 წლამდე პერიოდზე საუბარს უფრო დიდი დრო დაუთმო, ვიდრე სამომავლო გეგმებს. "მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, ცბიერი პოლიტიკური გუნდი." - თქვა ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალურ მოძრაობაზე.

კომენტარები