ბურჯანაძე: რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ პუტინს არ ვეტყვი - შე ოკუპანტო თქო და შედეგსაც მივაღწევ

კი, კი, რუსეთი ოკუპანტია და ეს კიდევ გავიმეოროთ? მე თქვენ დამიწერეთ გადაცემის ბოლომდე რამდენჯერ გავიმეორო სიტყვა - რუსეთი ოკუპანტია, გადაცემის ბოლომდე დავთვლი და გავიმეორებ...

...მე არ ვიგინები ზოგადად, ზუსტად იმიტომ, რომ არ ვიგინები და ვარ დიპლომატი და ვარ პოლიტიკოსი, ზუსტად ამიტომ არ შევაგინებ არც პუტინს და არც სხვას, ვინც არ უნდა იყოს. ზუსტად ამიტომ, მოლაპარაკებაზე ჩასული - "შე ოკუპანტო-თქო" - ასე არ დავიწყებ მოლაპარაკებას და შედეგსაც მივაღწევ. 

ვინც იძახდა ოკუპანტი, ოკუპანტიო, თვითონ გაქცეულია და საქართველოს ტერიტორიის 20% დაკარგული გვაქვს. ვიძახოთ, ოკუპანტი, ოკუპანტი და გვეყოლება ეს ჯარი კიდევ ერთი 50 წელი და შეიძლება იმის მერეც.

ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე რუსთავი 2-ის ეთერში, კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები