საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო

ილია მეორე: ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გავუფრთხილდეთ ადამიანს

ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გავუფრთხილდეთ ადამიანს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანს ცხოვრების დღეები გავუადვილოთ. ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა თქვენ დაგიბრუნდებათ. მაცხოვარი ამბობს, "სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი". ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანმა გაიხაროს.

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

კომენტარები