იპოდრომის ტერიტორია

თალაკვაძე ივანიშვილის მიერ იპოდრომის თბილისისთვის ჩუქებაზე: ქველმოქმედება მისი ხელწერაა

იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება - ეს არის უნიკალური საჩუქარი არა მარტო დედაქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

ბიძინა ივანიშვილმა წარსულში უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების მიერ გასხვისებული უკვე მერამდენე აქტივი გამოისყიდა და საზოგადოებას დაუბრუნა. ქველმოქმედება საქვეყნო საქმეებში - ეს არის მისი უცვლელი ხელწერა.

თბილისის ცენტრალური პარკი არის კიდევ ერთი მასშტაბური, მწვანე პროექტი და მას ექნება ეკოლოგიური, რეკრეაციული და ეკონომიკური მნიშვნელობა.​

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, იპოდრომის ტერიტორია დედაქალაქს ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ "სრულიად უსასყიდლოდ" გადასცა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

კომენტარები