საქართველოს პარლამენტი

თალაკვაძე ილია II-ს: თქვენ შეგვახსენებთ კაცთმოყვარეობის და თავმდაბლობის მნიშვნელობას.

საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ თბილისის სასულიერო აკადემიის საპატიო, ჰონორის კაუზას წოდებას.

თქვენო უწმინდესობავ, ერისა და სამშობლოს წინაშე თქვენი ღვაწლი გამორჩეული და შეუფასებელია. თქვენი ცხოვრებით, მოღვაწეობით და რწმენის სიმტკიცით გვაძლევთ მაგალითს, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი თანამედროვე გამოწვევებს.

ამ ცვალებად და რთულ დროში, თქვენ კეთილი სიტყვით და ქრისტიანული სწავლებით შეგვახსენებთ კაცთმოყვარეობის, თავმდაბლობის, უანგარობის და სიყვარულის მნიშვნელობას. თქვენი თაოსნობით საეკლესიო განათლება, სასულიერო აკადემია და სემინარია ახალგაზრდებს, სტუდენტებს გადასცემს ცოდნას და უმნიშვნელოვანეს მწიგნობრულ საქმიანობას ეწევა - ამით ჩვენი ერის თვითმყოფადობას და ისტორიულ მეხსიერებას განამტკიცებს. გისურვებთ მხნეობას და დღეგრძელობას ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ

საქართველოს პარლამენტის ცნობით, ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც ილია მეორეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოება მიულოცა.

კომენტარები