უნდა აღვნიშნოთ ღვაწლი, ხელწერა, ბიძინა ივანიშვილის ის ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება, პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება, იზრუნო შენს ხალხზე.
რა თქმა უნდა, ამ ხელწერის გამომსახველი მაგალითი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი. ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ ბათუმის ბოტანიკური პარკი, თბილისის ბოტანიკური პარკი, დენდროლოგიური პარკი, ახლა ცენტრალური პარკი და, რა თქმა უდნა, არ უნდა დაგვავიწყდეს მთაწმინდის გამწვანების პროექტი. ეს ყველაფერი ეკოლოგიური კომპონენტის გარდა, შეიცავს ამ ქვეყნის მოქალქეების ცხოვრების სტილის ცვლილებას.
ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რომელზეც, როგორც კახიმ ბრძანა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ბიძინა ივანიშვილს.