ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დისტანციურად მუშაობა იქ, სადაც შესაძლებელია

უნდა გვესმოდეს, რომ იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დისტანციურად მუშაობა. იქ, სადაც ჩვენი რომელიმე თანამშრომელი არის ინფიცირებულის კონტაქტი, რა თქმა უნდა, მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მაშინვე გადავიდეს თვითიზოლაციაში, მოვუწოდოთ, რომ გადავიდეს თვითიზოლაციაში.

ამბობს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 7 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა.

კომენტარები