კორონავირუსი საქართველოში

გახარია: თუ ლოქდაუნს გამოვაცხადებთ, ვირუსს 2 კვირაში უპრობლემოდ შევაჩერებთ, ეს არ გვინდა

ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დავიცვათ წესები და დისციპლინა, ორი ინსტრუმენტი გვაქვს ვირუსის გავრცელების ტემპის შენელების. ხომ არ ვაჩერებთ, უნდა შევანელოთ. გაჩერება შეიძლება, თუ ისევ საგანგებო მდგომარეობას და ლოქდაუნს გამოვაცხადებთ. ორ კვირაში გავაჩერებთ, უპრობლემოდ. ეს რომ არ გვინდა, ამიტომ ვამბობთ, რომ ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, მოხუცებს. 

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

კომენტარები