ახალი კორონავირუსის ვაქცინა

გამყრელიძე: მგონია, ვაქცინა, დიდი ალბათობით, მომავალი წლის გაზაფხულზე იქნება ხელმისაწვდომი

იმდენად აქსელერირებულია სამეცნიერო წრეების მუშაობა, რომ სწრაფად შეიქმნას ვაქცინა ან წამალი, დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება.გუშინ, ალბათ მოისმინეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადება, რომ შესაძლებელია, ვაქცინა ამ წლის ბოლოს გარკვეული რაოდენობით იყოს. მე მაინც მგონია, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი, დიდი ალბათობით, მომავალი წლის გაზაფხულზე იქნება, მაგრამ, უცბათ შვიდ მილიარდ ადამიანს ვერ ავცრით, ამიტომ დიდი აქცენტი კეთდება წამლის შექმნაზე.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები