სტრატეგია აღმაშენებელი

ვაშაძე: გოგაშვილის მართვის მექანიზმი ქართული ოცნების ხელშია, განქორწინება სრული ფორმალობაა

სოსო გოგაშვილი არის კომპრომატირებული ადამიანი. შესაბამისად, მისი მართვის მექანიზმი მთლიანად ხელში უჭირავს დამსხვრეული ოცნებების პარტიას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ვითომ განქორწინება სრული ფორმალობაა.

რეალურად, შეიძლება მას აქვს რაღაც კონკრეტული დავალებები ამ საარჩევნო პერიოდისთვის, რაც დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის არის მნიშვნელოვანი. ისე, ასეთი ჰყავთ ყველა, გოგაშვილი გამონაკლისი კი არ არის, ასეთია ყველა, გახარიადან დაწყებული.

ამბობს პოლიტიკური პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ პარტია ქართული ოცნების დატოვების შესახებ.

კომენტარები