კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე კორონავირუსზე: პრემიერმინისტრს ხელი უდევს პულსზე

სახელისუფლებო ვერტიკალი პანდემიის პირველი დღიდანვე გამოირჩევა კრიზისული სიტუაციის მენეჯმენტის უმაღლესი დონით, რამაც საქართველოს საშუალება მისცა, რომ 7-8 თვე მოეგო და მთელი ეს პერიოდი ყოფილიყო ავადობის შემთხვევების მინიმალური რაოდენობა.

რამდენადაც დაიწყო შემთხვევების ზრდა, თუ ამაზე მთავრობა და ექიმები რეაგირებას არ მოახდენენ, შეიძლება, დავკარგოთ ეს ძალიან კარგი პოზიციები. დღევანდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობასა და პირადად პრემიერმინისტრს, რომელიც, მიმაჩნია და არ მერიდება ამის აღნიშვნა, არის მთავარი შემოქმედი იმ დიდი წარმატებების, რომ ქვეყანა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით კოვიდ ინფექციას ყველაზე უკეთ უმკლავდება, ხელი უდევს პულსზე. ზუსტად დაისვა ის საკითხები, რამაც პრობლემები შექმნა ბოლო პერიოდში.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრისა და კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ. მეორე თვეა, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად იმატებს. ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000-ს გადაცდა. ლიტვისა და ლატვიის შემდეგ, გერმანიამაც შეიყვანა საქართველო რისკზონაში - ქვეყანაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს PCR ტესტის გაკეთება, ზოგ რეგიონში კი კარანტინი მოუწევთ.

კომენტარები