ქართული ოცნება

კობახიძე: ყველა სფეროში ნაცმოძრაობის გაფუჭებულის გამოსწორება გვიწევს, ძალიან მძიმე ტვირთია

ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა სფეროში გვიწევს გაფუჭებულის გამოსწორება. გაავლეს საზღვრები სამხრეთ ოსეთის და დღეს გვაქვს შედეგად მიღებული ოკუპაცია და ბორდერიზაცია - მათ გაფუჭებულს ვასწორებთ. ამ შემთხვევაში, რაც შეეხება საზღვრის საკითხს, დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს, მათი გაფუჭებულის გამოსწორება გვიწევს. 

ყველა სფეროში ასეა, ხო? სიღარიბე იქნება ეს, ეკონომიკა, საზღვრების გავლება თუ ოკუპაცია, ყველა სფეროში გვიწევს ნაცმოძრაობის მიერ გაფუჭებულის გამოსწორება და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის ძალიან მძიმე ტვირთი, თუმცა, სახელმწიფოებრივი მიდგომა გულისხმობს იმას, რომ, მათ შორის, წინა ხელისუფლების გაფუჭებულიც უნდა გამოასწორო.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დავითგარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებაზე გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები