დავითგარეჯის საქმე

ილიჩოვა: დიდი ხანია კომისიაში ვართ, კანონის წინააღმდეგ ერთი ქმედებაც არ განგვიხორციელებია

ჩვენ ძალიან დიდი ხანია, კომისიაში ვართ და არც ერთი ქმედება არ განგვიხორციელებია კანონის საწინააღმდეგოდ 

როგორც ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს ორასიათასიანი რუკა, ეს რუკა ჩვენ სულ გვქონდა, მაგრამ ეს არის 1936 წლის რუკა. ამ რუკის თანახმად, ჩვენ გადავდივართ 1929 წელს. და თუ ჩვენ ამ დოკუმენტზე ვსაუბრობთ, ეს არის. ამ დოკუმენტში კი საუბარია, რომ დავით გარეჯის ნაწილს ვკარგავთ და საზღვარი არის ჩიჩხიტურის კოშკზე.

როდესაც ჩემთან ჩატარდა ჩხრეკა და ამოიღეს მასალები, გაუკვირდათ, რატომ გვქონდა ამდენი მასალები. დიახ, ბევრი მასალა მქონდა. რომ არ მქონოდა, შეიძლება არასათანადოდ შემესწავლა.

ჩვენთვის ძალიან უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს. ეს რუკა არის ინტერნეტშიც. სწორედ ამ რუკაზე ვამბობთ, რომ ეს არაა სრულყოფილი. შეგიძლიათ, შეადაროთ ძველი რუკა და ახალი თანამედროვე რუკა. იქ იმ დატანილ წერტილს ვერ ნახავთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რუკები არ არის სრულყოფილი. ჩვენ გვაქვს კიდევ სრულყოფილი რუკები, ჩვენ ვხელმძღვანელობთ 1938 წლის დადგენილებით. გვაქვს უკეთესი ვარიანტები რუკების, არის უფრო ზუსტი და უფრო უკეთესად არის დატანილი საზღვრები. დღეს, როდესაც სპეციალურ პროგრამაში ზრდი თანამედროვე რუკის მასშტაბს და საუბრობ, რომ აქ რაღაცა იკარგება, ეს არაკორექტულია, სულ მცირე. რაც შეეხება იმას, რომ დაიკარგა, ეს ნამდვილად მე გავაკეთე, თუ ვარაუდია?

ამბობს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს წევრი ნატალია ილიჩოვა. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. კომისიის უფროსი ივერი მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.

კომენტარები