მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი: ბოლო მოდელი არ მაქვს, ბოლო გამოვიდა iPhone 12, ეს არის iPhone 11 Pro

კამერა ეს არის იარაღი ადამიანის ხელში, მეც მაქვს ეს კამერა. ბრალი დამდეს, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი მაქვს. იმიტომ მაქვს ზუსტად ეს ტელეფონი, რომ ამას გადიდების ფუნქცია აქვს და ლინზა არ სჭირდება. ადრე ლინზით ვიღებდი. 

ბოლო მოდელი არ არის, ბოლო მოდელი გამოვიდა iPhone 12, ეს არის iPhone 11 Pro.

ამბობს კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი საკუთარ მობილურ ტელეფონზე TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, კომპანია Apple-ს ოფიციალურად iPhone 12 ჯერ არ გამოუშვია და iPhone-ების სერიაში iPhone 11 Pro ერთ-ერთი ბოლო მოდელია.

კომენტარები