კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: სხვა ქვეყნები სიკვდილიანობის ასეთ მაჩვენებელზე ოცნებობენ

აქა-იქ ისმის ინტერპრეტაცია, რომ კატასტროფულად გაიზარდა სიკვდილობა და რაღაც სიმართლეს აბსოლუტურად აცდენილი კომენტარები. მინდა გითხრათ, რომ მაქსიმუმი სიკვდილობის, საქართველოში რაც დაფიქსირდა, ეს იყო 7 შემთხვევა. ერთეულებით მოიმატა სიკვდილობამ. ეს საქართველოსთვის არის ბევრი, თორემ სხვა ქვეყნები ასეთ მაჩვენებელზე ოცნებობენ.

მიუხედავად გარკვეული მატებისა, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ევროპის 49 ქვეყნისა და ჩრდ. ამერიკის ქვეყნებს შორის, ორი მცირე ქვეყნის გამოკლებით, ჰყავს მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი, გვაქვს გარდაცვლილთა საოცრად დაბალი რიცხვი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრისა და რეანიმატოლოგთა ჯგუფის შეხვედრის შემდეგ. ცნობისთვის, 12 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული რვა პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები