ენდელაძე: ბინაზე დატოვებასთან დაკავშირებით პროტოკოლი, შეიძლება, გადაიხედოს

არაფერი განსაკუთრებული გადასახედი პროტოკოლში ნამდვილად არ არის. იქ ელემენტარული რაღაც არის შესასწორებელი, დაგვიანებული არაფერი არ არის, პროტოკოლი ჩვენ თავიდანვე გვქონდა.  

უბრალოდ, ყოველდღიურად რაღაც ახლდება და შეიძლება, გადაიხედოს, ძირითადად, ბინაზე დატოვებასთან დაკავშირებით. მკურნალობაში არ არის არაფერი გადასახედი. უკვე ყველაფერი მოწესრიგებულია

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 9 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები