არჩევნები 2020

კობახიძე: ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის

ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ჩვენ გვყავს რეალურად ერთადერთი ძლიერი და ღირსეული კანდიდატი პრემიერმინისტრობისთვის და ის არის არამარტო კანდიდატი, არამედ ის არის მომავალი პრემიერმინისტრი ჩვენი ქვეყნის, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა დაძლევს პანდემიიდან გამომდინარე პრობლემებს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ერთ წელში და ამის შემდეგ გვექნება ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიკური განვითარება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები