კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს უკონტროლო

ნოემბრის და დეკემბრის თვეში, რა თქმა უნდა, ვვარაუდობთ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იქნება მზარდი, მაგრამ მზარდი რიცხვი არ უნდა გახდეს არაკონტროლირებადი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაკონტროლებთ სიტუაციას, შეგვიძლია, დღესაც მოვიძიოთ პირველადი და მეორეული კონტაქტები, სწორედ ეს არის იმის გარანტი, რომ ჩვენ შეგვიძლია დამაჯერებლები ვიყოთ იმ შემდეგ ნაბიჯებში, რომელსაც ვგეგმავთ. იქნება ეს საწოლფონდის გაზრდა, იქნება ეს დამატებითი შეზღუდვები, იქნება ეს ეკონომიკისთვის შანსის მიცემა, რომ ეკონომიკა არ შევზღუდოთ, შესაბამისად, არ მოხდეს ქვეყანაში სრული კარანტინი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები