კორონავირუსი საქართველოში

თენგიზ ცერცვაძე: საწოლფონდის პრობლემა ამჟამად არ დგას

საწოლფონდის პრობლემა ამჟამად არ დგას. რამდენადაც ვიცი, ხერხდება პრაქტიკულად ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, ვისაც ამის ჩვენება აქვს. ჯერ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, გარდა იმ 2-3 კვირის შეფერხებისა, რომელიც აჭარაში იყო სექტემბრის შუა რიცხვებში. იმის შემდეგ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ვინმეს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება და მისი ჰოსპიტალიზაცია ვერ მოხერხდა.  

ყოველთვის არის რეზერვი რესპუბლიკაში რამდენიმე ათეული თავისუფალი ადგილის. დღის წესრიგში დგას კიდევ დამატებითი კოვიდკლინიკების შექმნა.

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 13 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა. კორონავირუსი საქართველოში

კომენტარები