კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე 9 გარდაცვლილზე: რეკორდული მაჩვენებელი სიტყვა ცხრისთვის რელევანტური არ არის

რეკორდული მაჩვენებელი სიტყვა ცხრისთვის არ არის რელევანტური. იყო რვა, არის ცხრა. ერთეული მატებაა. 

მე გეტყვით მაგალითს, რაღაცას ხომ უნდა შეედარო. გასაგებია, რომ ეს ისეთი დაავადებაა, სიკვდილობას თავიდან ვერ აიცილებ. სომხეთს, ჩვენზე ორჯერ პატარას, ჰყავს 1 100 გარდაცვლილი.  

დინამიკა იზრდება - ერთი პაციენტით იზრდება. ერთი პაციენტით გაიზრდება, როცა შემთხვევები იზრდება. ერთი პაციენტით მეტით, ერთით ნაკლებით, ეს სტატისტიკურად სარწმუნო არ არის

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ბოლო 25 საათში გარდაცვლილ 9 პაციენტზე საუბრისას. 13 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა.

კომენტარები