კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: სულ 2-3 შემთხვევა იყო, როცა პაციენტი მხოლოდ COVID-19-ით გარდაიცვალა

გამოისახა ერთი ტენდენცია, რომ სჭარბობს ისევ ასაკოვანი, 70 წელს გადაცილებული ხალხი და მძიმე თანმხლები დაავადებებით. მაგრამ, ჩვენი დათვლით, რაღაც პროცენტი, დაახლოებით, 10% არის 65 წლის ასაკზე ქვემოთ. 

გამოისახა ასევე ტენდენცია, რომ კოვიდის დროს მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება და თუ არ იქნა მყისიერი რეაგირება, შეიძლება, პაციენტი გარდაიცვალოს გულის გაჩერებით ან სხვა პათოლოგიით. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი იყო და ამის მენეჯმენტი ხორციელდებოდა.

ძირითადად, ერთეული შემთხვევები იყო, როდესაც მარტო კოვიდით გარდაიცვალა [პაციენტი] სულ 2-3 შემთხვევა. 

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 13 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა.

კომენტარები